• November

    20

    2026
  • 20
  • 0
ყიფშიძის ქუჩაზე 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გელა არობელიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

ყიფშიძის ქუჩაზე 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გელა არობელიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

ყიფშიძის ქუჩაზე 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 67 წლის გელა არობელიძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ის ხელის დაზიანებით ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, სწორედ იქ მივლენ გამომძიებლები იმისთვის, რომ ბრალდების დადგენილება გააცნონ.

როგორც არობელიძის ადვოკატი, თამარ მერლანი აცხადებს, დაკავებულს ხელზე ოპერაცია ჩაუტარდა. ბრალდებული ამ დროისთვის დუმილის უფლებით სარგებლობს.

რაც შეეხება არობელიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს, სასამართლო, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში იმსჯელებს.

ცნობისთვის, 18 ნოემბერს, ყიფშიძის ქუჩაზე 77 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. მას ცივი იარაღით, დანით 5 ჭრილობა აქვს მიყენებული. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 67 წლის გელა არობელიძე დააკავეს, ის ხელზე დაზიანებით კლინიკაშია მოთავსებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor