• November

    26

    2026
  • 28
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ევროპარლამენტმა უკვე შვიდი რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა, არანაირი ფასი არ აქვს, კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებებს

შალვა პაპუაშვილი – ევროპარლამენტმა უკვე შვიდი რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა, არანაირი ფასი არ აქვს, კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებებს

ევროპარლამენტმა უკვე შვიდი რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა, არანაირი ფასი არ აქვს, კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებებს, – ამის შესახებ პარლაენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოს.

„ვხედავთ რასთან გვაქვს საქმე. რასა იუკნევიჩიანე, ადამიანი, რომელიც ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველ ხალხთან დაკავშირებით. ქართველ ხალხზე ფაშისტურ განცხადებებს რომ გააკეთებს ადამიანი, მასთან რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს, ვაკვირდებით. გამომსვლელთა სიას რომ შეხედავთ, ნახავთ პოსტსაბჭოთა ლიდერებს, რომლებიც აქეთ გვესარჩლებიან. ადამიანი შეიძლება, გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდან. ევროპარლამენტარი დღეს საბჭოთა დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია არის. თავის შემადგენლობითაც კი რეინკარნაციაა, სადაც რასა იუკნევიჩიანე გორბაჩოვის პერესტროიკის თანამებრძოლი ზის, ის რომ არის საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია მემგონი ფაქტია. ასე უნდა შევხედოთ. გადავახვიოთ ძველი კადრები ამოვიღოთ საბჭოთა კავშირის ყრილობებისა და ნახავთ რომ ერთი ერთში არის ესთეტიკაც და გვარები, სახელები, წარმომავლობა,ყველა ერთნაირი ხალხი არის, ვინც იქ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor