• October

    7

    2024
  • 82
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია ემალება ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხს, გაიპარნენ სხდომათა დარბაზიდან, რათა კენჭისყრაში პოზიცია არ დაეფიქსირებინათ

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია ემალება ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხს, გაიპარნენ სხდომათა დარბაზიდან, რათა კენჭისყრაში პოზიცია არ დაეფიქსირებინათ

ოპოზიცია ემალება ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხს, გაიპარნენ სხდომათა დარბაზიდან, რათა კენჭისყრაში პოზიცია არ დაეფიქსირებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გააუქმებენ გარკვეულ კანონებს, მათ შორის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს.

„როგორც ნახეთ, ოპოზიცია ემალება ამ საკითხს, ისინი გაიპარნენ სხდომათა დარბაზიდან, რათა კენჭისყრაში საკუთარი პოზიცია არ დაეფიქსირებინათ. იმ შემთხვევაში, თუ მხარს დაუჭერდნენ ამ კანონს, გააბრაზებდნენ თავიანთ გარე მფარველებს და იმ შემთხვევაში, თუ მხარს არ დაუჭერდნენ, რა თქმა უნდა, წავიდოდნენ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. მიმდინარე წლის 17 მაისს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გამოვიდა საქართველოს მილიონამდე მოქალაქე, რომლებმაც ამ კანონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor