• October

    22

    2024
  • 82
  • 0
შემოსავლების სამსახური უქმე დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური უქმე დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 25 ოქტომბერს, უქმე დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 25 ოქტომბერს გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო-გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის №359 დადგენილების და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2024 წლის 25 ოქტომბერს გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო-გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. 18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებზე არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის №96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები.

2024 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები. გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული სერვისებით) სარგებლობისას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor