• May

    14

    2026
  • 33
  • 0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა, სამუშაო სივრცეები და ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერა, ასევე, თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ საქმიანობას გაეცნო.

„სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მართლწესრიგის დაცვის, დანაშაულთან ბრძოლისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საპატრულო პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის, მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ იმსჯელეს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება პრიორიტეტულია და აღნიშნული მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor