• May

    12

    2026
  • 33
  • 0
შსს-მ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საზღვარგარეთიდან 43 ავტომობილის ჩამოყვანის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადახდილი 374 000 აშშ დოლარი  თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი – ერთ-ერთი ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor