• April

    10

    2026
  • 97
  • 0
შსს-ს ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არის დაკავებული

შსს-ს ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებული ერთ-ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზეა დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა 9 აპრილის მემორიალთან მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მიერ მიტანილი გვირგვინები წააქცია და ბილწსიტყვაობდა.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მემორიალთან მომხდარ ერთ-ერთ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor