• October

    24

    2026
  • 18
  • 0
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა. სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, მან მეზობელ ქვეყანაში ახლად გახსნილი ხიდის გავლით იმგზავრა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლის ცნობით, კიმ ჩენ ინი ქალაქ დანთუნში ჩავიდა, რომელიც ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს მდინარე იალუს ახალი ხიდით უკავშირდება. მედიის ცნობით, ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი კიმ ჩენ ინს სასაზღვრო ქალაქში შეხვდა.

მისი ვიზიტი ერთი დღით უსწრებს წლისთავს, რომელიც ჩინეთის 1950–1953 წლების კორეის ომში ჩართვას უკავშირდება. სამხრეთკორეული მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, ვიზიტის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნდებოდა.

ცნობისთვის, ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ოქტომბერში, ხანგრძლივი შეფერხების შემდეგ, მდინარე იალუს ახალი, სამკილომეტრიანი ხიდი გახსნეს. ეს ორ ქვეყანას შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელია. ხიდის გახსნის მიზანი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაა, რომლებიც წლების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობებისა და პანდემიით გამოწვეული შეფერხებების გამო შენელდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor