
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ირანს ისრაელზე თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ირანის პრეზიდენტთან, მასუდ პეზეშკიანთან სატელეფონო საუბრისას ირანს ისრაელზე თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, კირ სტარმერმა მასუდ პეზეშკიანს განუცხადა, რომ ომი არავის ინტერესში არ არის და „ახლა სიმშვიდით და ყურადღებით განხილვის დროა“. დიდი ბრიტანეთის ლიდერმა ირანის პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციით








