
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
გივი მიქანაძე – ჰელსინკის კომისიის განცხადება, რომელსაც მტკიცებულება და საფუძველი არ გააჩნია, არის ძალიან უხეში და პირდაპირი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში
ჰელსინკის კომისიის განცხადება არის წინასაარჩევნო პროცესში ძალიან უხეში ჩარევა, არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და, შესაბამისად, ვერ იქნება მიღებული, რადგან განცხადება კეთდება ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მიქანაძეს კითხვა დაუსვეს ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა ეყრდნობა შავ ფულს, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოქმედი თაღლითური ქოლცენტრებიდან იღებს, რათა









