
სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელები, პარალიმპიელები და პარიზის ოლიმპიადის მონაწილეები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელები, პარალიმპიელები და პარიზის ოლიმპიადის მონაწილეები ორდენებით დააჯილდოვა. ზურაბიშვილმა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ არა მხოლოდ მედლები, არამედ ხალხის სიყვარულიც დაიმსახურეს. მისივე თქმით, ახალგაზრდები მათგან პროფესიონალიზმის, თავდადების, შემართების და მიზანდასახულობის მაგალითს ელოდებიან. „დღეს ერთად შევიკრიბეთ და უნდა აღვნიშნოთ პარიზის ოლიმპიადიდან და პარალიმპიადიდან დაბრუნებული ჩვენი სპორტსმენების წარმატება, ერთად გავიზიაროთ ეს










