• September

    13

    2024
  • 82
  • 0
რატი იონათამიშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ სიცრუისა და დეზინფორმაციის პარტიაა, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ცრუ კამპანიებზე აგებდნენ საქმიანობას და ეს ზნე არც ოპოზიციაში შეუცვლიათ

რატი იონათამიშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ სიცრუისა და დეზინფორმაციის პარტიაა, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ცრუ კამპანიებზე აგებდნენ საქმიანობას და ეს ზნე არც ოპოზიციაში შეუცვლიათ

„ნაციონალური მოძრაობა“ სიცრუის და დეზინფორმაციის პარტიაა. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ცრუ კამპანიებზე აგებდნენ საქმიანობას და ეს ზნე არც ოპოზიციაში შეუცვლიათ, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.

„„ნაციონალური მოძრაობა“, ღალატისა და ომის პარტიის გარდა, არის სიცრუის და დეზინფორმაციის პარტია. სხვათა შორის, ეს ადამიანები, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ცრუ კამპანიებზე აგებდნენ საკუთარ საქმიანობას და ეს ზნე არც ოპოზიციაში შეუცვლიათ. მათი ტყუილი მარტივად გაიშიფრა, ისინი საზოგადოებას ვერ მოატყუებენ. სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს ამ პარტიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხან სიძულვილით, ხან ძალადობით და ხან დეზინფორმაციის გავრცელებით მოქმედებს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor