
თბილისი მსოფლიოს შვიდ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა
ინდური ავიაკომპანიის, Vistara-ს საბორტო ჟურნალი მგზავრებსა და გამოცემის ონლაინ მკითხველებს საქართველოში დასვენებას ურჩევს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ჟურნალის წარმომადგენლებს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრესტურის ფარგლებში უმასპინძლა და საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო. სტატიაში საოჯახო დასვენებისთვის მსოფლიოს შვიდი საუკეთესო მიმართულებაა წარმოდგენილი. თბილისი შემდეგ მიმართულებებს შორისაა: ლოს ანჯელესი (აშშ), სინგაპური, მიუნხენი (გერმანია), პარო (ბჰუტანი), ოკავანგო დელტა (ბოტსვანა) და










