
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე : ,,ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს”
,,ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი, 600 მლნ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტის მშენებლობაში ისეთი გამოცდილების და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია იქნება










