• October

    22

    2024
  • 76
  • 0
23 ოქტომბერს, 19:00 საათზე თბილისში თავისუფლების მოედანზე ,,ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება

23 ოქტომბერს, 19:00 საათზე თბილისში თავისუფლების მოედანზე ,,ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება

ხვალ 23 ოქტომბერს, 19:00 საათზე თბილისში თავისუფლების მოედანზე ,,ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, რის გამოც თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის ნაწილზე საავტომობილო მიმოსვლა დროებით შეიზღუდება – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

,,23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. მოძრაობა აკრძალულია, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც.

ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელია პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა კი, დასაშვებია თაბუკაშვილის ქუჩის გამოყენებით.

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებულია ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შესაბამისად, გადაადგილება შეზღუდულია ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რუსთაველის გამზირზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩიდან გადაინაცვლებენ ვირსალაძის ქუჩაზე. გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და იმოძრავებენ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე. თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩის N 11-თან გაჩერდება და მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მისამართიდან მოემსახურება. ავლაბრის მოედნიდან და გორგასლის ქუჩიდან მოძრავი ტრანსპორტი კი, გადაადგილდება ევროპის მოედნამდე და შემდეგ უკან,” – წერია განცხადებაში.

მოამზადა ირაკლი გუნიამ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor