
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ამომრჩევლის უფლებები და საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის ცალკეული ასპექტების შესახებ რეკომენდაცია შეიმუშავა
საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, 2024 წელს, სახელმწიფოს ისტორიაში პირველად, მორიგი საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული საშუალებებით ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. „პოლიტიკური შეხედულებების თაობაზე ნებისმიერი ინფორმაცია ადამიანის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია. განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის დამუშავება კი განსაკუთრებულ სიფრთხილეს და მაღალი სტანდარტის დაცვას მოითხოვს. 2024 წლის პირველი მარტიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს










