
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე კვირაში გადაეგზავნება
პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე კვირაში გადაეგზავნება. წარდგინებას ხელს აწერს პარლამენტის 81 დეპუტატი, რომელთა ხელმოწერების ნამდვილობა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს დაადასტურა. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი თვე აქვს განსახილველად, ხოლო პარლამენტისთვის დასკვნის გადაცემიდან ორი კვირის ვადაში საკითხს კენჭი ეყრება. „ბოლო იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ პრეზიდენტს მიუთითა კონსტიტუციის










