
სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 ოქტომბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 13-15 ოქტომბერს კი გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 12-15 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. თბილისში 12 ოქტომბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13-15 ოქტომბერს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია,










