
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ავიაკომპანია Ryanair-ი აჩერებს ყველა ფრენას გერმანიის სამი აეროპორტის მიმართულებით და ამცირებს ფრენებს ჰამბურგში
ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი 2025 წლის ზაფხულისთვის მნიშვნელოვნად შეამცირებს გერმანიაში ფრენებს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. გამოცემის ცნობით, ავიაკომპანია სრულად წყვეტს ფრენებს დორტმუნდის, დრეზდენისა და ლაიფციგის აეროპორტებში. ჰამბურგში რეისების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 60%-ით შემცირდება. ბერლინიდან ფრენების რაოდენობაც 20%-ით შემცირდება. Ryanair-ის გენერალურმა დირექტორმა, ედი უილსონმა ეს გადაწყვეტილება გერმანიაში არსებულ მაღალ ხარჯებს მიაწერა და ბერლინი ეროვნული ავიაკომპანია










