
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე – ყველა ფორმატში ვაფიქსირებთ, რომ მნიშვნელოვანია სუვერენიტეტის პატივისცემა, ვითხოვთ თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, ამ კუთხით ჩვენი ტრაექტორია ვერ შეიცვლება
ჩვენი გუნდის წევრები ყველა ფორმატში, ღია იქნება თუ დახურულ კარს მიღმა, ყოველთვის ერთსა და იმავეს ვაფიქსირებთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტრადიციების, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის პატივისცემა მოხდეს. ამავდროულად, სხვა ქვეყნებსაც აქვთ შესაბამისი ინტერესები. მნიშვნელოვანია, ამ ინტერესებს შორის თანხვედრა მოხდეს, რასთან დაკავშირებითაც კომუნიკაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.










