
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
შსს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხი კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ეგვიპტის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ოთხი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია








