
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ „დეტალებს“ გამოაქვეყნებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომის შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ „დეტალებს“ გამოაქვეყნებს. ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს შეახსენა, რომ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმებს სირცხვილი უწოდა და ჰკითხა: „თქვენ გსურთ, რომ ზელენსკი წავიდეს. დაგავიწყდათ, რომ ომი პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო?“ ტრამპმა კითხვას არ უპასუხა და აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია დეტალები, რომელთაც მომავალში გამოაქვეყნებს.










