
ღვინის ეროვნული სააგენტო – კახეთში ყურძენი 13 200-მდე მევენახემ დააბინავა, მათი მოსავლის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
6 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებული 182 210 ყურძნიდან 180 560 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხისაა, რაც მთელი მოსავლის 99%-ია. ჩაბარებული ყურძნის მხოლოდ 1%-ია უხარისხო და მკვახე. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნიდან 92,1 ათასი ტონაა საფერავი, 77,4 ათას ტონამდეა რქაწითელი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. კახეთში ყურძნის მოსავალი 13 200-მდე მევენახემ დააბინავა. სახელმწიფო საწარმო შპს










