
მიხეილ სარჯველაძე – აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ, მათი მდგომარეობა ნორმალურია, რაც შეეხება 31 წლის მამაკაცს, ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს ინგოროყვას კლინიკაში ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ. სარჯველაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „პირველ რიგში, მინდა, თანავუგრძნო გარდაცვლილების ოჯახებს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს. შემსწრე ვართ უზარმაზარი ტრაგედიის. რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას, ნორმალური და დამაკმაყოფილებელია. კვლავ მიმდინარეობს დაკვირვება, უტარდებათ ყველა საჭირო პროცედურა, უკლებლივ ყველაფერი. ძალიან










