• October

    25

    2024
  • 105
  • 0
რატომ უნდა მისცე ხმა ,, ქართულ ოცნებას ” ?

რატომ უნდა მისცე ხმა ,, ქართულ ოცნებას ” ?

უპირველეს ყოვლისა, 2012 წლის ოქტომბერში ,, ქართულმა ოცნებამ ” საქართველო იხსნა პირსისხლიანი სააკაშვილის რეჟიმისგან. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა სისხლის გუბეებს დააყენებდნენ ,, ნაციონალები ” თავისი გამარჯვების შემდეგ. ქვეყანა იქნებოდა აწიოკებული და ,,ნაცების” მეშვეობით, საქართველოს მმართველი გახდებოდ დასავლეთის ის ბნელი ძალა, რომელსაც უწოდებენ “ომის პარტიას”.

2022 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის არმია შეიჭრა უკრაინაში. დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი ევროპის ცენტრში. რუსეთი დაუპირისპირდა მთელ დასავლეთს. ობიექტურობისთვის უნდა ვაღიაროთ, რომ კოლექტიური დასავლეთი თავისი პრაგმატული მიზნებისთვის იყენებს უკრაინელებს ე.წ. საზარბაზნე ხორცად. მაგრამ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები უკრაინელებით არ ჯერდებიან და ცდილობენ საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ ქართველებიც. და, აი, ამ უმძიმეს დროს ,, ქართულმა ოცნებამ ” გამოიჩინა სიბრძნე და ფაქტობრივად, გადაარჩინა ქვეყანა სრული განადგურებისგან. წარმოიდგინეთ, დანგრეული და გადამწვარი საქართველოს ქალაქები და სოფლები, ქართველებისგან დაცარიელებული ქვეყანა, რომლის აღორძინებას ათწლეულები მოუნდებოდა.

დღეს ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ საქართველოსთვის მთავარია მშვიდობის შენარჩუნება, რაც საწინდარია ქვეყნის აღორძინებისა და გაძლიერებისა. მართალია, გვიჭირს, ბევრია სოციალურად დაუცველი, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ეხმარება თავის მოქალაქეებს. კარგად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმიწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ჩვენ უშიშრად დავსეირნობთ თბილისის ქუჩებში და ზუსტად ვიცით, რომ უკანონოდ არავინ დაგვაკავებს, ასფალტზე არ დაგვაწვენს და არ გვესვრის. ასევე ,, ქართულმა ოცნებამ” წარსულს ჩააბარა ბიზნესის დაყაჩაღება, ქონების ჩამორთმევა. პენიტენციური სამსახურის საკნები არ არის გადატენილი და თითოეულ პატიმარს აქვს დაცულობის განცდა, რომ მას არ სცემენ, არ გააუპატიურებენ და შინაგან ორგანოებს არ ამოაჭრიან. დამეთანხმებით, ეს ცოტა არ არის. იქმნება სამუშაო ადგილები და დიდი ფირმები საკმაოდ ხშირად აცხადებენ მათთან არსებულ ვაკანსიებს. მართალია, ხელფასები ვერ უზრუნველყოფენ მთლიანად მოქალაქის მოთხოვნილებებს, მაგრამ შიმშილით არავინ იხოცება. ვერ დავიკვეხნით პენსიების ოდენობით, თუმცა, პენსიონერებს აქვთ გარკვეული შეღავათები მედიკამენტებზე და ტრანსპორტზე. მაგ: ონკოლოგიური წამლებიც რიგდება უფასოდ. დღეს მთავარია ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და ნათელი ცა.

ვინ ვინ, და ჩვენ ვიცით, რომ არსებობს კორუფცია ყველა დონეზე და ტენდერებიც არაა გამონაკლისი, რაზეც ჩვენ წლებია ვწერთ. სამწუხაროდ, ამ ავადმყოფობისგან არ არის დაცული არათუ საქართველო, არამედ მაღალგანვითარებული ქვეყნებიც. ყოველ დღე ჩვენამდე აღწევს კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან და ა.შ.

და რას გვთავაზობს ოპოზიცია ? მხოლოდ ერთს – გავხდეთ კოლექტიური დასავლეთის საზარბაზნე ხორცი. გვთავაზობს გადაბუგულ და დაცარიელებულ ქვეყანას. თითოეული მსხვილი ოპოზიციონერის ფიგურა აშკარად დაამშვენებდა ფსიქიატრიულს. თუმცა, ფსიქიატრიულიც მათგან დასაცავია, მათი კანონიერი ადგილი “ვირის აბანოა”, რომელშიც უნდა ხეხონ საპირფარეშოები. მაგრამ,მათი გონებრივი მონაცემებიდან გამომდინარე, ამ საჭირო საქმესაც ვერ გაუმკლავდებიან. ვეთანხმებით ბიძინა ივანიშვილს, რომ ,, ნაციონალური მოძრაობა ” უნდა გასამართლდეს აგვისტოს ომის და სხვა მრავალი დანაშაულებების გამო. ვიმედოვნებთ, რომ ,, ქართული ოცნების ” წინასაარჩევნო დაპირება ბოლოს და ბოლოს შესრულდება.

ქეთი ხომერიკი 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor