• September

    19

    2023
  • 82
  • 0
მედიის ცნობით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნგრეთის მიერ შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის დამტკიცების ალბათობა ნაკლებად სავარაუდოა

მედიის ცნობით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნგრეთის მიერ შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის დამტკიცების ალბათობა ნაკლებად სავარაუდოა

2023 წლის შემოდგომაზე უნგრეთის მიერ შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის დამტკიცების ალბათობა კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა იმის გამო, რომ უნგრეთი შვედურ მხარესთან მაღალი დონის მოლაპარაკებებს მოითხოვს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ უნგრული რედაქცია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შვედეთიის პრემერ-მინისტრთან, ტობიას ბილსტრომთან შეხვედრის შემდეგ ბუდაპეშტი ისევ არ თმობს საკუთარ მოთხოვნას შვედეთის ნატო-ში შესვლის დამტკიცებასთან დაკავშირებით.

როგორც ანონიმური წყაროები აცხადებენ, უნგრეთს შვედეთის დელეგაციის ბუდაპეშტში ვიზიტი მხოლოდ იმისთვის სურს, რომ შვედეთისგან მიიღოს „ჩუმი თანხმობა“, რომ ქვეყანას არ აქვს პრობლემა ადამიანის უფლებების ან დემოკრატიის კუთხით, მაგრამ სტოკჰოლმი არ ჩქარობს ასეთი ნაბიჯის გადადგმას. მიმდინარე თვის ბოლოს უნგრეთის პარლამენტი კვლავ შეიკრიბება, მაგრამ როგორც პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, არ არის დარწმუნებული, დაამტკიცებენ თუ არა შვედეთის წინადადებას ნატო-ში გაწევრიანების შესახებ.

გასულ კვირას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ წერილი გაუგზავნა თავის შვედ კოლეგას, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რასაც მან უწოდა „მიკერძოებული და უსამართლო“ ბრალდებები ზოგიერთი შვედი პოლიტიკოსის მიერ უნგრეთის მთავრობის წინააღმდეგ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარების მიზეზი ვიდეოა, სადაც უნგრეთში დემოკრატიის რეგრესის შესახებ საუბრობენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor