• September

    10

    2024
  • 55
  • 0
ჯო ბაიდენი და კირ სტარმერი უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებზე ნებართვის საკითხს განიხილავენ

ჯო ბაიდენი და კირ სტარმერი უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებზე ნებართვის საკითხს განიხილავენ

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებისთვის ნებართვის მიცემის საკითხს განიხილავენ.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ბაიდენი და სტარმერი 13 სექტემბერს შეხვდებიან.

„ბაიდენი პარასკევს ბრიტანეთის პრემიერთან განიხილავს უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების დარტყმების განხორციელების უფლების მიცემას“, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი ხვალ, 11 სექტემბერს ერთობლივად ეწვევიან კიევს. ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინა აქტიურად მოუწოდებდა მოკავშირეებს, მოეხსნათ ყველა შეზღუდვა რუსეთის სიღრმეში შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გამოყენებაზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor