• September

    19

    2023
  • 73
  • 0
სარეკლამო კამპანიის, „გამომყევი აჭარაში“ ფარგლებში, აჭარის რეკლამა თბილისის მეტროსადგურებში, გაჩერებებსა და რადიოსადგურებში განთავსდა

სარეკლამო კამპანიის, „გამომყევი აჭარაში“ ფარგლებში, აჭარის რეკლამა თბილისის მეტროსადგურებში, გაჩერებებსა და რადიოსადგურებში განთავსდა

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ აქტიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანიის ფარგლებში აჭარის ტურისტული ადგილებისა და მიმართულებების შესახებ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კონტენს 20 მილიონზე მეტი წვდომა აქვს.

„ამ ეტაპზე, პროექტში 50-მდე მონაწილეა რეგისტრირებული. პროექტის მიმდინარეობის, მონაწილეებისა და მასში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება followajara.com-ზეა შესაძლებელი.

სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ აგვისტოში დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ის ქართველ ბლოგერებს, მოგზაურებს, ინფლუენსერებს, ფოტოგრაფ/ვიდეოგრაფებს, ცნობილ სახეებს საშუალებას აძლევს იმოგზაურონ აჭარაში და მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზი 100, 000 ლარი. კამპანიის მიზანი აჭარის, როგორც მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურისტების რეგიონში მოზიდვის მიზნით, ასევე, აქტიური სარეკლამო კამპანია პოპულარულ რადიოსადგურებში აწარმოა, რომელთა ეთერებშიც რეგიონში მოგზაურობის მასტიმულირებელი აუდიორგოლები მთელი ზაფხულის განმავლობაში ტრიალებდა. აჭარის ტურისტული ადგილების საიმიჯო ფოტოებით იყო დაბრენდილი თბილისის ცენტრალური მეტროსადგურები, ავტობუსის გაჩერებები და ბილბორდებიც“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor