• September

    12

    2024
  • 87
  • 0
დიმიტრი პესკოვი – რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების ნებართვა გაზრდის დასავლეთის ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში და გამოიწვევს მოსკოვის საპასუხო რეაქციას

დიმიტრი პესკოვი – რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების ნებართვა გაზრდის დასავლეთის ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში და გამოიწვევს მოსკოვის საპასუხო რეაქციას

რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების ნებართვა გაზრდის დასავლეთის ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში და გამოიწვევს მოსკოვის საპასუხო რეაქციას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„აქ არ არის საჭირო სიტუაციის მუქ ფერებში წარმოდგენა, მაგრამ, ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვნად ზრდის კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების ჩართულობის ხარისხს ამ ომში. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს რუსეთის შესაბამის რეაქციას“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, მანამდე ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ცნობები, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, შესაძლოა, დართონ ნება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომ დასავლეთის მიერ მიწოდებული შეიარაღებიდან დარტყმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში განხორციელდეს, რასაც კიევი, დიდი ხანია, ითხოვს.

რუსეთის პრესმდივნის განცხადებით, „ეს არის მცდელობა ომის გაგრძელებისა ბოლო უკრაინელამდე“.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor