• September

    12

    2024
  • 98
  • 0
,, ნაცების ” ტროლების მუქარა, პოლონეთიდან მომფრინავი პიროტექნიკი და დიდუბე-ჩუღურეთის მორიგი საქმე ?!

,, ნაცების ” ტროლების მუქარა, პოლონეთიდან მომფრინავი პიროტექნიკი და დიდუბე-ჩუღურეთის მორიგი საქმე ?!

9 სექტემბერს ,, Geo News ” –მა პოლონეთში მყოფ ვინმე გოჩა არჩაიასთან გამოაქვეყნა ინტერვიუ, სათაურით : ,, გომელაური მოქეიფე კაცია, ლოთბაზარაა…იმ თქვენ ,,ვარსკვლავიან” მაღალჩინოსანს კი, გამბედაობა არ ჰყოფნის”…და სულ რამდენიმე საათში კვლავ გვესტუმრა დაუპატიჟებელი სტუმარი, ამჯერად ქალბატონი, სახელად და გვარად ნანა დუმბაძე. ერთ-ერთ ჩვენთაგანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ერთფუთიანი ტალახიც გვესროლა – ვიღაცეების პორნოგრაფიული კადრები, რაზედაც დაუყოვნებლივ მივმართეთ შსს-ს. დიდუბე-ჩუღურეთის სამმმართველომ მყისიერად დაიწყო საქმის შესწავლა.

ორიოდე დღის შემდეგ კი, ერთ-ერთი ჩვენთაგანის მანქანის სარკე გატეხეს, რაზედაც ასევე დაიწყო გამოძიება იმავე დიდუბე-ჩუღურეთის ერთ-ერთ სამმართველოში.

უნდა ხაზი გავუსვათ, რომ მანქანის სარკეების მტვრევა ,, კეთილ ტრადიციად გვექცა “, მაგრამ სამწუხაროდ დიდუბე-ჩუღურეთმა დღემდე ვერ გამოავლინა სერიული დამნაშავე. 

რაც შეეხება ქალბატონ ნანა დუმბაძეს, პოლიციის ინფორმაციით, მისი სახელით გაურკვეველი პირები ქმნიან ფეისბუკ გვერდებს. ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ ნანა დუმბაძის სახელით იმალება მამაკაცი, უფრო ზუსტად უმუშევრად დარჩენილი ან დარჩენილები ,, ნაციონალების ” ტროლები. ველოდებით, რას დაადგენს დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველო, რის შესახებაც ვაუწყებთ ჩვენს მკითხველს. ვიცით, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოებში არიან მაღალი კლასის პროფესიონალები და გვაქვს მათი იმედი. 

p.s.  გემახსოვრებათ, გოჩა არჩაიას გზავნილებიდან გამომდინარე ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ეს ადამიანი არ არის სულ მთლად დალაგებული. ალბათ, დათა ახალიას კადრები, როგორც წესი, ფსიქიკურად მოშლილი ადამიანებია და ყველაფერზე წამსვლელები. ერთ-ერთი ჩვენთაგანი დაუკაშირდა მის ნათესავს, რომელმაც დაადასტურა, რომ გოჩა არჩაია მისაყვანია ფსიქიატრთან. ირკვევა, რომ არჩაია თავისი ტყუილებით, ბაქა-ბუქობით და რეკეტის არაერთი მცდელობის გამო რამდენჯერმე იყო ნაცემი. კონკრეტულად, მიდიოდა მორიგ მსხვერპლთან და თავს ,, სუსი”-ის თანამშრომლად და ,, ქართული ოცნების ” მომხრედ ასაღებდა. ბოლო ინფორმაციით, ის 20-ში მოფრინავს პოლონეთიდან და უკვე ორივეს, ასევე, საკუთარ ნათესავსაც კი, ემუქრება. თუმცა ჩვენი პიროტექნიკი პოლონეთიდან მოფრინავს ? და ბოლოს, თქვენთვის ცნობილია, რომ არჩაიას სისხლის სამართლის საქმე დუშეთის რაიონის სამმართველოს აწერია, ხოლო სამართველო ამ წუთამდე დუმს. 

( გაგრძელება იქნება ) 

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor