• September

    13

    2024
  • 91
  • 0
ირაკლი კობახიძე – პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებზე მოვიძიეთ ინფორმაცია, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვს მიღებული კომპანიისგან

ირაკლი კობახიძე – პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებზე მოვიძიეთ ინფორმაცია, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვს მიღებული კომპანიისგან

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებზე მოვიძიეთ ინფორმაცია, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვს მიღებული კომპანიისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის საქმეა.

„ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და ვინც არიან პროტესტის ორგანიზატორები, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან. თუ რამე დამატებით არის საჭირო კომპანიისგან, ალბათ მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით წარიმართება. ეს არის ის ინფორმაცია, რაც გვაქვს დღემდე. კომპანიის საქმეა მოლაპარაკებების წარმოება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor