• September

    13

    2024
  • 78
  • 0
დიმიტრი პესკოვი – ყირიმის სტატუსის საკითხი რუსეთსა და თურქეთს შორის უთანხმოებებს შორის რჩება

დიმიტრი პესკოვი – ყირიმის სტატუსის საკითხი რუსეთსა და თურქეთს შორის უთანხმოებებს შორის რჩება

ყირიმის სტატუსის საკითხი რუსეთსა და თურქეთს შორის უთანხმოებებს შორის რჩება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პეკსოვმა განაცხადა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია, რათა დაარწმუნოს თურქეთი თავისი პოზიციის სისწორეში. ამგვარად ის გამოეხმაურა ერდოღანის განცხადებას, რომლის თქმითაც, ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა.

„ეს თემა შედის ჩვენსა და ჩვენს თურქ მეგობრებს შორის უთანხმოებების კატეგორიაში. ვაგრძელებთ ჩვენს მიზანმიმართულ მცდელობებს, განვუმარტოთ თურქ მეგობრებს და კოლეგებს ჩვენი თვალსაზრისი. ვიმედოვნებთ, ეს დროთა განმავლობაში მისცემს ანკარას შესაძლებლობას, უკეთესად გაგვიგოს, უკეთესად გაიგოს და დაეთანხმოს ჩვენს დასკვნებს. ვაგრძელებთ თურქეთთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

11 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფორუმ „ყირიმის პლატფორმაზე“ ონლაინრეჟიმში სიტყვით გამოვიდა. მიმართვისას მან განაცხადა, რომ თურქეთის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ ურყევია. მან ასევე განაცხადა, რომ ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor