• September

    15

    2024
  • 81
  • 0
მარია ზახაროვა – დასავლეთს არაერთხელ ჩაუნერგავს ადამიანი-ტერმინატორები, მოლდოვაში – სანდუ, უკრაინაში – ზელენსკი, საქართველოში – სააკაშვილი

მარია ზახაროვა – დასავლეთს არაერთხელ ჩაუნერგავს ადამიანი-ტერმინატორები, მოლდოვაში – სანდუ, უკრაინაში – ზელენსკი, საქართველოში – სააკაშვილი

დასავლეთმა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ხელისუფლებაში მოიყვანა, როგორც “ადამიანი-ტერმინატორი”, ისევე, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში, უპირველეს ყოვლისა, ეს ადამიანები ძირს უთხრის თავიანთი სახელმწიფოების ტრადიციულ საფუძვლებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

“ეს არის ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორი, ასეთი ადამიანები დასავლელებს არაერთხელ ჩაუნერგავთ. მოდით ჩამოვთვალოთ გვარები. მოლდოვაში – ეს არის სანდუ, უკრაინაში – ეს არის ზელენსკი, საქართველოში იყო სააკაშვილი. ეს ადამიანი-ტერმინატორები იმ მომენტში ფეთქდებიან, როდესაც დასავლეთში “გაშვების” ღილაკს აჭერენ. რას ანადგურებენ ისინი? ისტორიას, კულტურას, ყველა იმ ქვეყნის ტრადიციას, რომელშიც ჩანერგილები არიან“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ისინი ძირს უთხრიან ამ ყველაფერს თავიანთი პოლიტიკით და ფარული ქმედებებით, რომლებიც არ ჩანს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor