• September

    18

    2024
  • 73
  • 0
სამთავრობო კომისიის სხდომაზე ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს

სამთავრობო კომისიის სხდომაზე ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომისიის წევრებმა ოლიმპიადის ჩატარების უზრუნველსაყოფად საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

„2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში – ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანს და 3.5 კმ სიგრძის ტრასას, ხოლო თბილისში ყინულის სასახლეს აშენებს. ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რბოლის ტრასების ხელოვნური გათოვლიანებისთვის ეწყობა წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემებიც. დასკვნით ეტაპზეა თბილისის ყინულის სასახლის მშენებლობა. ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილი თბილისის ყინულის სასახლე 700-მდე მაყურებელზეა გათვლილი. პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისია მთავრობის განკარგულებით შეიქმნა. კომისია უზრუნველყოფს ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული უწყებებისა და ორგანიზაციების კოორდინაციას და ფესტივალთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას. ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor