• September

    18

    2024
  • 70
  • 0
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში უკრაინის მიერ გაშვებული 54 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში უკრაინის მიერ გაშვებული 54 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

რუსულმა მხარემ ღამის განმავლობაში ხუთი ოლქის თავზე უკრაინის მიერ გაშვებული 54 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ინფორმაციას მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, სამინისტროს მიერ გავრცელებულ მოკლე ანგარიშში აღნიშნულია, რომ კურსკის ოლქის თავზე ღამით 27 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ბრიანსკის ოლქის თავზე – 16, სმოლენსკის ოლქის თავზე – შვიდი, ბელგოროდის ოლქის თავზე – სამი, ხოლო ორლოვის ოლქის თავზე – ერთი.

ამასთან, ტვერის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ რაიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. გუბერნატორის თქმით, იმ ადგიალს, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ხანძარი გაჩნდა, თუმცა დასძინა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მოგვიანებით რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ ქალაქში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმას იგერიებენ. ამჟამად ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor