• September

    18

    2024
  • 73
  • 0
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთთან კონსულტაციები გადადო

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთთან კონსულტაციები გადადო

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთთან კონსულტაციები გადადო. როგორც რუსულ სააგენტო „ტასს“ საერთაშორისო სავალუტო ფონდში რუსეთის დირექტორმა, ალექსეი მოჟინმა განუცხადა, კონსულტაციები გაურკვეველი ვადით ტექნიკური მიზეზებით გადაიდო.

„ფონდის მენეჯმენტმა აცნობა რუსულ მხარეს და დირექტორთა საბჭოს, რომ მისიის მუშაობა გაურკვეველი ვადით გადაიდება. გადადების მიზეზად ნახსენები იყო მისიის ტექნიკური მოუმზადებლობა კონსულტაციების ჩასატარებლად“, – განაცხადა მოჟინმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რუსეთთან კონსულტაციის განახლების გეგმას ევროკავშირის ცხრა ქვეყანა და უკრაინა აპროტესტებდნენ.

კონსულტაციებთან ერთად იგეგმებოდა ფონდის დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში რუს მაღალჩინოსნებთან შესახვედრად. ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი იქნებოდა პირველი მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყების შემდეგ რუსეთში ოფიციალურ მისიას გაგზავნიდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor