• September

    18

    2024
  • 99
  • 0
ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის სანქციებთან დაკავშირებით, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები, რისი შედეგიცაა უსამართლო გადაწყვეტილებები

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის სანქციებთან დაკავშირებით, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები, რისი შედეგიცაა უსამართლო გადაწყვეტილებები

დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის სანქციებთან დაკავშირებით,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ვის შეიძლება, აწყობდეს სანქციების დაწესება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება.

„აღარ მინდა, ღრმად შევიდე ამ თემაში. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ რა თქმა უნდა, ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor