• September

    20

    2023
  • 77
  • 0
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განვითარების ექვსწლიანი სტრატეგია წარადგინა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განვითარების ექვსწლიანი სტრატეგია წარადგინა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის სამსახურის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია და განხილვა გაიმართა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, სტრატეგიის დოკუმენტის მიზანია სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება, დამოუკიდებლობის და ეფექტიანი გამოძიების პოლიტიკის შექმნა, სამსახურის მუშაობის ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდით საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება, დანაშაულის პრევენცია და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება, მსხვერპლთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნა, სამსახურის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და ინფრასტრუქტურული განვითარება.

„სტრატეგიული განვითარების გეგმის ძირითადი ამოცანები სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ 12-პუნქტიან რეკომენდაციასთან, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და ინსტიტუციურ გაძლიერებას ითვალისწინებს.

სტრატეგიის განხორციელების პერიოდში დაგეგმილია ორწლიანი სამოქმედო გეგმების შემუშავებაც, რომელშიც სამსახურის სტრატეგიული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად განსაზღვრული იქნება კონკრეტული ღონისძიებები, მათი შედეგების ინდიკატორები, პასუხისმგებელი უწყებები, შესრულების ვადები და დაფინანსების წყაროები.

დოკუმენტზე მუშაობა ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტმა  პროფესიული ექსპერტიზა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე გაიარა“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საჯარო განხილვის და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ, სტრატეგია სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცდება და იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor