• September

    18

    2024
  • 86
  • 0
ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელსაც პროკურატურა პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავება, აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა

ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელსაც პროკურატურა პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავება, აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელსაც პროკურატურა პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავება, აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა.

გამოცემა „პუბლიკის“ ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ფრიდონ ბუბუტეიშვილმა 17 სექტემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე გააკეთა.

„ეს ყველაფერი გავაკეთე გიორგი ვაშაძის დაკვეთით. მან მითხრა, ისროლე და თუ რამეა, მე აქ ვარ და გაგიყვანო. ფაქტი სახეზეა, არც გავყავარ და…“ – განაცხადა ბუბუტეიშვილმა.

„პუბლიკის“ ცნობით, ვაშაძის პარტიის პრესსამსახურში მათ განუცხადეს, რომ გიორგი ვაშაძე არ იცნობს ბრალდებულს და მასთან არანაირი შემხებლობა წინა პერიოდში არ ჰქონია.

როგორც „პუბლიკა“ წერს, ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ეს დეტალი აქამდე მასთან საუბარში არ განუცხადებია. გამოცემის ცნობით, პროცესზევე ადვოკატმა აცილება მოითხოვა.

ამასთან, გამოცემა „პუბლიკის“ ინფორმაციით, ფრიდონ ბუბუტეიშვილმა ჯერ ადვოკატს, ბოლოს კი მოსამართლეს მიმართა: „ორი თვეა, სამი თვეა, მეუბნები, არ აღიარო, ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, გაგიყვანოთ…ფაქტი სახეზეა, 5 თვეა უკვე ვიმყოფები [ციხეში]…არც ვაშაძეა [გვერდით], ყურადღებასაც არ მაქცევს და არც არავინ და რა ვიცი… დაკვეთით გავაკეთე ეს ყველაფერი, გეუბნებით და „დალშე“ თქვენ იცით“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor