• September

    19

    2024
  • 76
  • 0
ჯონ კირბი – არ გვსურს ვიხილოთ რაიმე სახის ესკალაცია, მიგვაჩნია, რომ ესკალაციის ან ლიბანში ახალი ფრონტის გახსნის თავიდან აცილების საუკეთესო გზა დიპლომატიაა

ჯონ კირბი – არ გვსურს ვიხილოთ რაიმე სახის ესკალაცია, მიგვაჩნია, რომ ესკალაციის ან ლიბანში ახალი ფრონტის გახსნის თავიდან აცილების საუკეთესო გზა დიპლომატიაა

აშშ-ს არ სურს რაიმე სახის ესკალაციის ხილვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა აშშ ინფორმირებული ლიბანში რაიმე ოპერაციის შესახებ, კირბიმ განაცხადა, რომ „არაფრის გაზიარება“ არ შეუძლია.

„რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ არანაირად არ ვყოფილვართ ჩართული”,- განაცხადა კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, „რთული“ იქნება იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეცვლის ლიბანში განვითარებული მოვლენები ფართომასშტაბიან ომს და როგორ იმოქმედებს „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე.

„ჩვენ არ გვსურს ვიხილოთ რაიმე სახის ესკალაცია. მიგვაჩნია, რომ ესკალაციის ან ლიბანში ახალი ფრონტის გახსნის თავიდან აცილების საუკეთესო გზა დიპლომატიაა”,- აღნიშნა კირბიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor