• September

    20

    2023
  • 120
  • 0
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი მუდმივ კონტაქტზეა სომხეთის, აზერბაიჯანის, არაღიარებული ყარაბაღის ხელისუფლებასთან და იმედოვნებს, რომ მხარეები შეძლებენ დეესკალაციას

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი მუდმივ კონტაქტზეა სომხეთის, აზერბაიჯანის, არაღიარებული ყარაბაღის ხელისუფლებასთან და იმედოვნებს, რომ მხარეები შეძლებენ დეესკალაციას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი მუდმივ კონტაქტზე იმყოფება სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებებთან და იმედოვნებს, რომ მხარეები შეძლებენ დეესკალაციას და სიტუაციის დამშვიდებას.

„ჩვენი მშვიდობისმყოფელები ძალიან აქტიურად მუშაობენ კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარესთან, აკეთებენ ყველაფერს, რათა დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა“, – აცხადებს პუტინი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ოპერაციის შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსი მშვიდობისმყოფელების შეთავაზებას დათანხმდნენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ  სომხეთი არ მონაწილეობდა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განხილვაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor