• September

    19

    2024
  • 89
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა მეურვეებს

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა მეურვეებს

სტრატეგიული პარტნიორობა ასე არ არის, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა მეურვეებს, ურთიერთობების გადატვირთვა რომ მოხდეს, საჭიროა გულახდილობა და კეთილსინდისიერება,- ამის შესახებ საქქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, შეწყდეს ცრუ ბრალდებები ქართველი ხალხის, ხელისუფლების წინააღმდე.

„ვიღაცას თუ უნდა, რომ ჩვენ მეურვეობა გაგვიწიოს და იმ მიმართულებით გვატაროს, როგორც საჭიროდ ფიქრობს, ასე არ გამოვა. ასე არ მოქმედებს ჩვენი 3 000-წლიანი სახელმწიფოს ისტორია. სამწუხაროა, რომ ჩვენი ისტორიის განმავლობაში ბევრ დიდ ქვეყანას ერთი და იგივე შეცდომა დაუშვია საქართველოსთან დაკავშირებით, რომ ბევრს ჩვენი მეგობრობა ფეხქვეშ გაგებად გაუგია და ისე გაუგია, რომ საკუთარი ინტერესები შეუძლიათ, მოგვახვიონ თავს. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, ურთიერთობების გადატვირთვა რომ მოხდეს, საჭიროა გულახდილობა და კეთილსინდისიერება ურთიერთობებში. მნიშვნელოვანია, შეწყდეს ცრუ ბრალდებები და ნარატივები ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ. შეუძლებელია, ასე გაგრძელდეს, რომ ერთი მხრივ, ჩვენ პარტნიორობისთვის ყველაფერი ვაკეთოთ და ამის პასუხად ვიღებდეთ იმას, რომ ჩვენს პოლიციელებს ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ და იმის ღირსადაც არ გვთვლიდნენ, რომ მტკიცებულება წარმოადგინონ. გახსოვთ მოსამართლეებთან დაკავშირებით სავიზო შეზღუდვები. დღესაც მახსოვს მაშინდელ ელჩთან ჩემი საუბარი, რომ ეს უპატივცემულობაა, როდესაც ამბობ, რა არის მტკიცებულება და გეუბნება, რომ პრესაში წაიკითხა მტკიცებულებების შესახებ. ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება, ეს არ არის ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ვაჩვენებდით ყველას დედამიწის ნებისმიერ წერტილში, სადაც ვჭირდებოდით. ეს არის ჩვენი ქართული მიდგომა მეგობრებისადმი და პარტნიორებისადმი და გვინდა, რომ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეთ სხვებსაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა „იმედი ლაივის“ ეთერში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor