• September

    19

    2024
  • 102
  • 0
ბექა ოდიშარია – სამწუხაროა, რომ ფრიდონ ბუბუტეიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, მავნებლური პროპაგანდის მსხვერპლი აღმოჩნდა, ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე

ბექა ოდიშარია – სამწუხაროა, რომ ფრიდონ ბუბუტეიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, მავნებლური პროპაგანდის მსხვერპლი აღმოჩნდა, ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე

სამწუხაროა, რომ ეს ახალგაზრდა, ფრიდონ ბუბუტეიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მისი მავნებლური პროპაგანდის მსხვერპლი აღმოჩნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, კარგია, რომ ფრიდონ ბუბუტეიშვილმა მოინანია და აღიარა დანაშაული, რომლისკენაც მას უბიძგებდნენ.

„ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე, ასე იქცეოდნენ ისინი ომშიც და ასე იქცევიან ახალგაზრდებთან მიმართებაში, როდესაც საკუთარ არჩეულ ხელისუფლებასთან დაპირისპირებას უსახავენ „ჰეროიკულ“ ქმედებად. მათ იწვევენ ამ ე.წ. ბრძოლის ველზე, ისე როგორც მებრძოლებს სიბოროტის წინააღმდეგ და შემდეგ მათ შეატოვებენ ხელში ყველანაირ მავნე ინსტრუმენტს, „მოლოტოვის კოქტეილი“ იქნება თუ სხვა. მათ პირისპირ ტოვებენ ქართულ სასამართლოსთან და პირისპირ ტოვებენ იმ პასუხისმგებლობასთან, რომელსაც იწვევს ასეთი ტიპის დანაშაული. აქ მხოლოდ ერთი რამ არის კარგი, რომ სხვა ახალგაზრდებისთვის იქნება მაგალითი, ვინ არიან და რას წარმოადგენენ ეს ვიგინდარები და როგორ შეიძლება მათ გაჰყვე ნებისმიერ ბრძოლაში. იქნება ეს მორალური ბრძოლა, თუ ბრძოლა მტერთან და ოკუპანტთან. ახალგაზრდები, სრულად თუ არა, დიდი ნაწილი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის მოქმედებენ და ახალგაზრდებს იყენებენ საზარბაზნე ხორცად. ამ შემთხვევაში მადლობა ღმერთს, რომ ეს არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიცია ან სამართლადამცავი სტრუქტურები, რომლებიც ხშირად რჩებიან ამ ახალგაზრდების პირისპირ და მათ მაქსიმალურად ლმობიერად ეპყრობიან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაპირისპირებებისას ხშირად მაინც ხდება ადამიანების გარკვეული დაზიანება, მაშინ, როდესაც განსაკუთრებით აგრესიული არიან მიმიტინგენი და პროტესტანტები და ამაზე ვწუხვართ. ფაქტი ერთია, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს იყო ხელის კვრა ადამაიანისთვის და მისი შეგონება, შეგულიანება, სინამდვილეში, მიტოვება და ღალატი. მადლობა ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც მართალია, ჩადიოდა დანაშაულს, მაგრამ კათარზისის და მონანიების უფლება ყველა ადამიანს აქვს“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, რომელსაც პროკურატურა პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებასა და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას ედავება, განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა. „ეს ყველაფერი გავაკეთე გიორგი ვაშაძის დაკვეთით. მან მითხრა, ისროლე და თუ რამეა, მე აქ ვარ და გაგიყვანო. ფაქტი სახეზეა, არც გავყავარ და…“ – განაცხადა ბუბუტეიშვილმა 17 სექტემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor