• September

    19

    2024
  • 95
  • 0
ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობაში ბრალდებულმა იური კალანდარიშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია

ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობაში ბრალდებულმა იური კალანდარიშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია

ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობაში ბრალდებულმა იური კალანდარიშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია.

აღნიშნული პოზიცია ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დააფიქსირა, როცა მას მოსამართლემ შესაბამისი კითხვით მიმართა.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

იური კალანდარიშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ცნობისთვის, შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალი სასჯელის სახით და ზომად 16-დან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor