• September

    19

    2024
  • 75
  • 0
„ჰეზბოლას“ ლიდერი საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებას „ომის გამოცხადებას“ უწოდებს და ისრაელს ანგარიშსწორებით ემუქრება

„ჰეზბოლას“ ლიდერი საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებას „ომის გამოცხადებას“ უწოდებს და ისრაელს ანგარიშსწორებით ემუქრება

ლიბანური შიიტური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებას „ომის გამოცხადებას“ უწოდებს და ისრაელს ანგარიშსწორებით ემუქრება. ამის შესახებ ჰასან ნასრალამ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, გასული ორი დღის განმავლობაში ისრაელმა ხუთი ათასი ადამიანის ორ წუთში მოკვლა სცადა. მან მოწყობილობების აფეთქებას ლიბანისა და მთელი მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო უწოდა.

„ეს არის წმინდა წყლის ტერორიზმი. ჩვენ მომხდარს ვუწოდებთ სამშაბათისა და ოთხშაბათის ხოცვა-ჟლეტას. ეს არის ომის დანაშაული ან სულ მცირე ომის გამოცხადება. უფალი მოწყალეა და თავიდან აგვაცილა უფრო მეტი მსხვერპლი. პეიჯერების გარკვეული რაოდენობა არ მუშაობდა ან გამორთული იყო. ზოგიერთი არ იყო განაწილებული და ჯერ კიდევ საცავში ინახებოდა“, – განაცხადა „ჰეზბოლას“ ლიდერმა.

როგორც მიმართვისას ჰასან ნასრალამ აღნიშნა, „ჰეზბოლა“ ისრაელის თავდასხმას უპასუხებს ისეთი გზით, რომელიც შესაძლოა, ისრაელისთვის მოსალოდნელი ან მოულოდნელი იყოს. მისი თქმით, ის არ ისაუბრებს დეტალებზე, ადგილსა და დროზე.

„თქვენ გაიგებთ, როცა ეს მოხდება. ანგარიშსწორება იქნება. ჩვენ ახლა არ გამოვააშკარავებთ დეტალებს, რადგან ჩვენ ბრძოლის ძალიან სენსიტიურ ეტაპზე ვიმყოფებით“, – თქვა მან.

ჰასან ნასრალას განცხადებით, ლიბანის ფრონტი არ გაჩერდება, ვიდრე ღაზაში საომარი მოქმედებები არ შეწყდება.

„თქვენ გამოგვიწვიეთ და ჩვენ ამ გამოწვევას ვიღებთ. მე ვეუბნები ნეთანიაჰუს და გალანტს: თქვენ ვერ მიაღწევთ თქვენს მიზანს. თქვენ ვერ დააბრუნებთ თქვენს ხალხს ჩრდილოეთით. ერთადერთი გზა, რომ ეს გააკეთოთ, არის ღაზაში და დასავლეთ ნაპირზე აგრესიის დასრულება“, – განაცხადა ნასრალამ.

ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშების გამო ისრაელს ჩრდილოეთ ნაწილიდან 60 ათასი ადამიანი ჰყავს ევაკუირებული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor