• September

    20

    2024
  • 68
  • 0
ევროკავშირი წყალდიდობით დაზარალებული ცენტრალური ევროპის რეგიონების დასახმარებლად მილიარდობით ევროს გამოყოფს

ევროკავშირი წყალდიდობით დაზარალებული ცენტრალური ევროპის რეგიონების დასახმარებლად მილიარდობით ევროს გამოყოფს

ევროკავშირი მილიარდობით ევროს გამოყოფს წყალდიდობით დაზარალებული ცენტრალური ევროპის რეგიონების დასახმარებლად. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის, ჩეხეთის, ავსტრიისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ფონდებიდან ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა. მისივე თქმით, რეაგირების დაჩქარების მიზნით, მოიხსნება ზოგიერთი პირობა, რომელიც მსგავს ფონდებს ახლავს. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირის სოლიდარობის ფონდიდან გამოყოფილი თანხები, რომელიც სტიქიური შედეგად დაზარალებულ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეძლევა, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის იქნება გამოყენებული.

„ეს არის განსაკუთრებული დრო და განსაკუთრებულ დროს განსაკუთრებული ზომებია საჭირო. თავდაპირველად, ფონდიდან შესაძლებელია ათი მილიარდი ევროს მობილიზება დაზარალებული ქვეყნებისთვის. ეს საგანგებო რეაგირებაა. თქვენ გვერდით ვიდგებით მომდევნო თვეებსა და წლებშიც, როდესაც საქმე კატასტროფისგან რეკონსტრუქციასა და აღდგენას ეხება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, შეხვედრაზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ კმაყოფილია შეხვედრის შედეგებითა და ევროკომისიის დეკლარაციებით.

ცნობისთვის, ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა. შტორმ „ბორისის“ შედეგად ჩეხეთში, ავსტრიაში, პოლონეთსა და რუმინეთში წყალდიდობაა. სტიქიის ზონებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. მდინარე დუნაის ადიდებით მოსალოდნელი წყალდიდობისთვის ემზადებიან სლოვაკეთისა და უნგრეთის დედაქალაქებში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor