• September

    20

    2024
  • 73
  • 0
საუდის არაბეთში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდი იყო წარმოდგენილი

საუდის არაბეთში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საუდის არაბეთში, რიადში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე – FoodexSaudi ათმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.

გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია დაესწრო.

„სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში ათი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას. საერთაშორისო გამოფენებზე ქართული პროდუქციის წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოპულარიზაციის მასშტაბების და, შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალის ზრდას“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: „აგროქიზიყის“, „აქუა გეოს“, Georgian Hazelnut corporation-ის, „აჩინებულის“, „კულას“, „აგროლაინის“, „აგრითაჩის“, „გეოფარმსისა“ და „არომაპროდაქთსის“ წარმოების კაკალი, მოცვი, წყალი, ჩირი, შეციებული ცხვრის ხორცი და ორგანული წვენები.

FoodexSaudi სსაუდის არაბეთის სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს გამოფენა მეთერთმეტედ ჩატარდა და მასში 50-მდე ქვეყანამ და 500-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობაში არსებულ სიახლეებს, წამყვანი კომპანიების მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და წარმოებულ ტექნიკას.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor