
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი ყირიმის გაერო-ს მანდატის ქვეშ გადაცემის ინიციატივას აბსურდულს უწოდებს
კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აბსურდულს უწოდებს ინიატივას, ყირიმის გაერო-ს მანდატის ქვეშ გადაცემასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობთ, ეს საკითხის საკმაოდ აბსურდული დაყენებაა. რუსეთის ტერიტორია და რუსეთის რეგიონები ვინმესთვის გადაცემის დისკუსიის საგანი ვერ იქნება“, – განაცხადა პესკოვმა.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით წინადადებები აქვს. კერძოდ, უკრაინული მედიის ცნობით, სიკორსკი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ყირიმი გადავიდეს გაერო-ს მანდატის ქვეშ იქ მომავალში სამართლიანი რეფერენდუმის მოსამზადებლად. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასდროს იყო და არ იქნება განხილვის ან კომპრომისების საგანი.





