• September

    22

    2024
  • 79
  • 0
დედაქალაქმა „ევროპული მობილობის კვირეულს“ უკვე მეოთხედ უმასპინძლა

დედაქალაქმა „ევროპული მობილობის კვირეულს“ უკვე მეოთხედ უმასპინძლა

„საერთო საჯარო სივრცე“ – აღნიშული თემის ირგვლივ 16-22 სექტემბერს ევროპის 3 000-ზე მეტი ქალაქი გაერთიანდა და მათ წელს თბილისი უკვე მეოთხედ შეუერთდა.

„მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში, ტრადიციულად, შეირჩა რამდენიმე ლოკაცია, სადაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით სხვადასხვა აქტივობა გაიმართა.

მიცკევიჩისა და კანკავას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა და გამოიყო სპეციალური სივრცე ფეხით მოსიარულეთათვის/უმოტორო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის. გაიმართა ძველი და ახალი ავტობუსების გამოფენა. მიცკევიჩის ქუჩაზე წარმოდგენილი იყო მუნიციპალური ავტობუსების ამსახველი ფოტომასალაც.

კვირეულის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო იმიტირებული ველორბოლა და ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლურად ველოსიპედის მართვის მოწმობები გადაეცათ.

გარდა ამისა, 16 და 21 სექტემბერს ჩატარდა ღონისძიება – „საღამო მეტროში“. დაინტერესებული მოქალაქეები ასევე სტუმრობდნენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიის” მეორე ავტობაზას.

„მობილობის ევროპული კვირეული“ არის კამპანია, რომელიც, სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ღონისძიებების მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor