
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ჯონდი ბაღათურია :ასე დარჩა გამყიდველი ზელენსკი გაყიდული და მიტოვებული, ,,ვით მეფე ლირი ყველასაგან მიტოვებული
ნიუორკში, გაეროს ასამბლეაზე, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს ბრაზილიისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა. პირველმა თავის ტკივილი მოიმიზეზა, მეორემ საერთოდ მიზეზიც არ დაასახელა”,- ამის შესახებ ,,ქართული დასის” ლიდერი, ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში წერს.
,, ზელენსკიმ არც აცია და არც აცხელა და პირდაპირ გაეროს ტრიბუნიდან, პოლონეთი ,,კრემლის აგენტობაში” და რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.
არც პოლონეთის პრეზიდენტი დარჩა ვალში და ამანაც ,,გაეროს” ტრიბუნიდან, უკრაინა იმ დამახრჩვალს შეადარა, რომელიც სხვის ჩაძირვასაც ცდილობს და დააყოლა : ,,დამახრჩვალის გადარჩენა, თვითონ დამახრჩვალის საქმეაო”, ანუ ,,მე ხელი დამიბანია” ამ სახიფათო და უმადურ საქმისგანო.
პ.ს. ხო, მართლა, კონგრესის სპიკერმა მაკარტნიმ : რა შეხვედრა და რის დახმარებაო, ჯერ ანგარიში ჩაგვაბაროს ის 111 მილიარდი სად დახარჯაო ?!
ასე დარჩა გამყიდველი ზელენსკი გაყიდული და მიტოვებული, ,,ვით მეფე ლირი ყველასაგან მიტოვებული”,- წერს ჯონდი ბაღათურია.